Thursday, May 10, 2012

ბავშვთა ლეიკემიები

მწვავე ლომფობლასტური ლეიკემია
ბავშვები ყველაზე ხშირად მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიით ავადდებიან. ამ ფორმის წილად ბავშვთა ლეიკემიების შემთხვევათა 80% და ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების 30% მოდის. უმეტესად ვაჟები ავადდებიან. ავადობა პიკს აღწევს 2-დან 5 წლამდე. ასევე მაღალია მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის განვითარების რისკი ქრომოსომული დარღვევების (დაუნის სინდრომი, ბლუმის სინდრომი, შვახმან-დაიმონდის სინდრომი და სხვა), რადიაციული და რენტგენული დასხივების შემთხვევაში, ასევე - იმ ბავშვებში, რომლებიც დიდი (4 კგ-ზე მეტი) წონისანი დაიბადნენ. გარკვეულ როლს უდავოდ ასრულებს გადატანილი ინფექციური დაავადებები, განსაკუთრებით - ვირუსული ბუნებისა. არსებობს ჰიპოთეზა ბავშვებში მწვავე ლეიკოზის პრენატალურ (მუცლადყოფნის პერიოდში) წარმოშობის შესახებ.
ბავშვთა ლეიკემია უფრო მეტად ემორჩილება მკურნალობას, ვიდრე ზრდასრულებისა. ბავშვთა ასაკში მკურნალობა შედეგიანია მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიების ასიდან 70-75 და მწვავე არალიმფობლასტური ლიკემიების ასიდან 30-50 შემთხვევაში.
ბავშვებში მწვავე ლეიკემიის მკურნალობის ეფექტურობა დამოკიდებულია სიმსივნური პროცესის გამოხატულებაზე, ღვიძლისა და ელენთის ზომებზე, პერიფერიული ლიმფური კვანძების დაზიანებაზე, თავ-ზურგტვინის სითხესა და შუასაყარში სიმსივნური უჯრედების არსებობა-არარსებობაზე.
არაკეთილსაიმედო ფაქტორებია:
ლეიკემიის არალიმფობლასტური ტიპი (ზრდასრულებში - პირიქით);
მონობლასტური, მეგაკარიოციტული და ერითროლეიკემია (მეტად ავთვისებიანი ვარიანტებია);
20 ათასზე მაღალი ლეიკოციტოზი (განსაკუთრებით არაკეთილსაიმედოა 100 ათასზე მაღალი ლეიკოციტოზი);
10 წელზე მეტი და წლამდე ასაკი;
სიმსივნური უჯრედებით შუასაყრისა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება (ბლასტების არსებობა თავ-ზურგტვინის სითხეში);
ლიმფობლასტური ლეიკემიების ჯგუფში - თ-უჯრედული(მწიფე) ლეიკემია.

No comments:

Post a Comment