Thursday, May 10, 2012

მწვავე არადიფერენცირებული ლეიკემია

ეს ფორმა მკაცრ კლასიფიკაციას არ ექვემდებარება, ვინაიდან ვერ ხერხდება სიმსივნით დაზიანებული და სახეცვლილი სისხლმბადი უჯრედების აღმოჩენა. ლეიკემიის ეს სახეობა საკმაოდ იშვიათია და ახასიათებს სისხლში მახინჯი, ატიპური უჯრედების არსებობა, რომლებსაც არ გააჩნია ლეიკემიის რომელიმე ფორმისთვის დამახასიათებელი თავისებურებები.
მწვავე არადიფერენცირებულ ლეიკემიას ახასიათებს ორგანიზმში სწრაფი გავრცელება და ყველა სისხლმბადი და პარენქიმული ორგანოს ძალიან მოკლე ხანში ინფილტრაცია.
მწვავე არადიფერენცირებული ლეიკემია მიმდინარეობს სეპტიკური დაავადების მსგავსად - ახასიათებს ძლიერი ცხელება, მაღალი ტემპერატურა, მძიმე ინტოქსიკაციური მდგომარეობა, ზოგჯერ ცენტრალური ნერვული სისტემაც კი ზიანდება.
ეს დაავადება უმეტესად მოზრდილებს ემართებათ, თუმცა ცნობილია 12 წლამდე ასაკის ბავშვების დაავადების შემთხვევებიც.
სადღეისოდ მწვავე არადიფერენცირებულ ლეიკემიას აქვს ყველაზე არასასურველი პროგნოზი. ავადმყოფი ცოცხლობს რამდენიმე თვეს (იშვიათად წელიწადს). არადიფერენცირებული ლეიკემია, წესისამებრ, აგრესიულად მიმდინარეობს. ციტოსტატიკები, რომლებსაც ჩვეულებრივ იყენებენ მწვავე ლეიკოზების სამკურნალოდ, ამ შემთხვევაში უეფექტოა.

No comments:

Post a Comment